Tuesday, December 7, 2010

თუნთი პირველია, რომლის პროდუქციაზეც ქართული იარლიყია განთავსებული!

2010 ოქტომბრის თვიდან ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია თუნთი, რომლის საქმიანობის სფეროც ტექსტილის ინდუსტრიაა. თუნთი, პირველი ქართული კომპანიაა, რომლის პროდუქციაზეც ქართული იარლიყია განთავსებული.

კომპანია მუშაობს როგორც კორპორატიულ დაკვეთებზე (პროდუქციის ბრენდირება), აგრეთვე საცალო გაყიდვებზე სადაც მის კლიენტურას ორსული ქალბატონები და ახალგაზრდა დედები წარმოადგენენ რადგან მათთვის კომპანია საქართველოში ორსულთა და ლაქტაციის ბალიშებს აწარმოებს.

რამოდენიმე სიტვით პროდუქციის შესახებ - ორსულთა ბალიშის გამოყენება შესაძლებელია წოლისას, ზურგის მისაყრდნობად, მუცლის და ფეხების დასასვენებლად. ლაქტაციის ბალიშის გამოყენება კი შესაძლებელია როგორც ბავშვის რწევისას აგრეთვე კვების დროს. ორივე ტიპის ბალიშს გარედან შემოკრული აქვს ბალიშის პირი, რომელიც ადვილად იხსნება და ირეცხება.

1 თვის წინ კი კომპანიამ მომხმარებელს ახალი პროდუქტი, სამგზავრო ბალიში წარუდგინა. ეს ბალიში იდეალურია საშუალო და გრძელ მანძილებზე მგზავრობისას.

რატომ - ბალიშები? ამ ბალიშებს უკვე დიდი ხანია რაც ფართო გამოყენება აქვს დასავლეთში, ქართულ ბაზარზე კი პირველი მცდელობაა და ვიმედოვნებთ წარმატებულიც, დროის ეკონომია, უკეთ აღდგენილი ენერგია, მშვიდი ძილი, ესაა ბალიშის მრავალი დადებითი მხარეების მცირე ჩამონათვალი.

ამ ეტაპზე კომპანია თანამშრომლობს ჩაჩავას სახელობის კლინიკასთან და ბავშვთა ინტერნეტ მაღაზიასთან kidsshop.ge სადაც შესაძლებელია ორსულთა და ლაქტაიის ბალიშების შეძენა.

ბალიშების ფასი ნამდვილად ხელმისაწვდომია და მერყობს 12 - 50 ლარის ფარგლებში. აქვე გვსურს გაუწყოთ, რომ 22 დეკემბრამდე კომპანიის კურიერის მომსახურების შემთხვევაში შესაძლებელია 20% ფასდაკლებით სარგებლობა.